Tuesday, 12 November 2019

სოციალური პროექტები 2018-2019 სასწავლო წელი











 1-ლი სოციალური პროექტი






                                        N18  საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი:  „ მუზეუმი ცოდნის სამყარო“
ხელმძღვანელი: ლამზირა მამუჭაძე
2018-2019 სასწავლო წელი

















 
1.პროექტის სახელწოდება :    „ მუზეუმი ცოდნის სამყარო.“

2.პროექტის ავტორი :   ლამზირა მამუჭაძე

3.მონაწილეები :   მე- 8   კლასის მოსწავლეები

4.პრობლემის ანალიზი :   მოსწავლეები ან არ ფლობენ ,ან აქვთ მწირი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და ქალაქის ცნობილი ადამიანების შესახებ.
5.პროექტის მიზანი :  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების
შესწავლა,ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების მოძიება.სოციალური უნარების განვითარება.

6.პროექტის ამოცანები :
1.      პროექტის დაგეგმვა.
2.      მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.
3.       ვიზიტი მუზეუმებში .            
4.       ინფორმაციის მოძიება ცნობილ ადამიანებზე.
5.      პროექტის შედეგების პრეზენტაცია .  
                                    

7.განხორციელების ვადები : 11-28 თებერვალი
8.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ესტუმრებიან მუნიციპალიტეტის მუზეუმებს,სპეციალისტების,უხუცესების, ცნობილი ადამიანების ახლობლებისა და ინტერნეტ გვერდების საშუალებით შეისწავლიან ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. მოახდენენ პრეზენტაციებს სკოლასა და თემში, განათავსებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამოჩენილი ადამიანების პოპულარიზაციას.

9.ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:

ამოცანა1-2

.მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების                     იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
.მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
                    (11-14 თებერვალი).

10.ამოცანა 3-4
ა) მუზეუმებში ვიზიტი
1.ქ.ბათუმი- ხარიტონ ახვლედიანის  სახელობის მუზეუმი;
2.ქ. ბათუმი- არქეოლოგიური მუზეუმი;
3.ქ.ბათუმი- ხელოვნების მუზეუმი
                   (15-19 თებერვალი).
  

მუზეუმებში ვიზიტის პარალელურად მოძიებული და შესწავლილი იქნება დამატებითი ინფორმაცია გამოჩენილ ადამიანებზე სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.
ბ) მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია (20-22 თებერვალი)
ამოცანა 5. პროექტის შეჯამება -შეფასება, განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია.
                          ( 23-25 თებერვალი ).



11.მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12.ინდიკატორები: მოსწავლეთა უკუკავშირები, პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13.რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწირე.
14.პროექტის მდგრადობა: შესწავლილ იქნება ქ. ბათუმისა და  რაიონის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები, მუზეუმებში დაცული ინფორმაცია, შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რომლითაც ისარგებლებენ სკოლის დანარჩენი მოსწავლეებიც.







                                    რეფლექსია  პროექტის განხორციელებაზე


 მოსწავლის ინტელექტუალურ  პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია  ის საფუძვლიანად იცნობდეს მშობლიურ კუთხეს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და ამ კუთხის ცნობილ პიროვნებებს,  ეს მიზანი  და მოსწავლეებში სოცილური უნარ-ჩვევების განვითარება დაედო საფუძვლად  2019 წლის თებერვლის თვეში მე-8 კლასელების მონაწილეობით განხორციელებულ  პროექტს  „მუზეუმი ცოდნის სამყარო“.
 დავგეგმე მიზნის შესაბამისი აქტივობები,პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები. დაგეგმილ ვადებში ვესტუმრეთ ქ.ბათუმისა და მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს, მუზეუმების თანამშრომლების დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს მათთვის აქამდე უცნობი დეტალები, პარალელურად ცნობილ ადამიანებზე ინფორმაციას იძიებდნენ ინტერნეტისა და სხვა წყაროების (ცნობილი პიროვნებების ახლობლები, მეზობლები) დახმარებით.
 ხარიტონ ახვლედიანის  სახელობის მუზეუმში  სტუმრობისას მუზეუმის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ძვ.წ 12-9 საუკუნეების , აგრეთვე მე-7 -4 საუკუნეების უნიკალური არქეოლოგიური მასალები, ანტიკური პერიოდის, ბერძნული შავლაკიანი კრატერი და ასევე გრავირებული ცულები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს უძველესი პერიოდის ,ტრადიციული   და ეთნოგრაფიული  მნიშვნელობის ოდა -სახლის მონახულებისას.
  მოძიებული მასალა პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს სკოლაში სხვადასხვა სახით, შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებსა და მასწავლებლებს.

 მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ რესპოდენტებთან ურთიერთობის დროს. პროექტის მეშვეობით მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა თანაქალაქელებსა და  თანარაიონელებზე, განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები, ვფიქრობ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს აღუძრავს ინტერესს და განუვითარებს კვლევა- ძიების უნარ-ჩვევებსაც.




















 მე-2 სოციალური პროექტი







მე- 18 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი:
“ერთი დღე ზღაპრულ გარემოში“.
ხელმძღვანელი: ლამზირა მამუჭაძე.
2018-2019 სასწავლო წელი.



























სოციალური  პროექტი:  
,, ერთი დღე  ზღაპრულ გარემოში ‘’




ა) პრობლემის აღწერა - განსაზღვრა:                                                                          
                              
           სოციალური პროექტი, რომელიც მე-8 ბ კლასთან ერთად დაიგეგმასაზოგადოების ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვა თემას ეხებაადამიანებს , რომლებიც საზოგაოდების , სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ამ კატეგორიას მიაკუთვებიან. სკოლა  ინტეგრირებულია გარკვეული კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებთან, მაგრამ არის კატეგორია , რომელთაც საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ვერ ხერხდება, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით  არიან,  მინდოდა ჩემს კლას ერთი დღე გაეტარებინა მათ წრეში, რათა მეტად შეეგრძნოთ რამდენად საჭიროებენ ეს ბავშვები მხარდაჭერას, სწორედ პრექტის დადებითი   მხარეც ეგ არის , ისწავლონ სამყაროს რეალური აღქმა, შეძლონ მსგავს სიტუაციებში ადეკვატური მოქცევა, ემპათია გამოხატონ, იზრუნონ ამ კატეგორიის ადამიანებზე .
ბ) მიზანი: სოციალური პროექტის ზოგადად მიზანია სოციალური თანასწორობის, თანადგომის დეკლარირება,  ამ პროექტის განხორციელების მიზანია, ახალგაზრდებმა შეძლონ საზოგადოების  იმ ნაწილის მიმართ , რომელსაც ყველაზე მეტი  ყურადღება და თანადგომა ჭირდება ყველაზე მეტად და აუცილებელია, რომ ისინი  ჯგუფების მიმართ იყვნენ ადეკვატურები.  მოქალაქის, პიროვნების მოვალეობები კარგად გაიაზრონ, დემოკრატიული პროცესების თანამონაწილეობისათვის მოემზადონ, ადამიანური პასუხისმგებლობები გაითავისონ.
გ)პროექტის ამოცანები:
   1)მოსამზადებელი სამუშაო.
   2) საჭიროებების დადგენა.
   3)ბიუჯეტში თანხის  მოზიდვა.
   4) ადმინისტრაციასთან  შეთანხმება .
   5) პროექტის განხორციელება.
დ) განხორციელების გზები :
    1) კლასთან ერთად ,, გონებრივი   იერიშის“   მეთოდის გამოყენებით მოვახდინეთ იდეების გენერირება, რა ტიპის სოციალური პრექტის განხოციელება გვინდოდა. რამოდენიმე ვარიანტი არსებობდა, ხმის მიცემის წესით  უმეტესობამ  შეარჩია პროექტი ,, ერთი დღე ზღაპრულ გარემოში’’.
   2) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო გარკვეული ბიუჯეტი, სკოლის ადმინისტრაციის თანხმობით,   მშობელთა აქტივისტებს  დავუკავშირდით და გავაცანით ჩვენი გეგმები .  მოსწავლეების
გარკვეულმა ნაწილმა ბიუჯეტი   საკუთარი  ნაშრომების  რეალიზებით  შეავსო.(ხელნაკეთი ნივთები)
 საბედნიეროდ მშობლების მხარდაჭერით, ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდა.
  3) იმისთვის რომ დაგვედგინა დღის ცენტრის ბენეფიციარები  რას საჭიროებდნენ ყველაზე მეტად დავუკავშირდით ადმინტრაციას.  პედაგოგებს , რომლებსაც პირადად ვიცნობთ. გამოიკვეთა საჭიროებები: სახატავი რვეული, ფანქრები ,ფერადი ფურცლები, წებო. 18/11- მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ საკანცელარიო ნივთების შეძენა .

4)პროექტის განხორციელების ვადები .
ეტაპი
საქმიანობა
    I
მოსამზადებელი სამუშაო

მარტი-აპრილი
   II
განხორციელება პროექტის
მაისი 21/05/19

5) ბიუჯეტი ..
   სკოლის ადმინისტრაიასთან შეთანხმებით დავგეგმეთ მშობელთა აქტივისტებთან შეხვედრა ,სურვილისამებ სოციალური პროექტის განხორციელებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა მშობელთა კომიტეტმა. ბიუჯეტში ფულადი შენატანი განვახოციელე მეც.  საერთო ჯამში 180 ლარი შევკრიბეთ აქედან 60  ლარი საკანცელარიო ნივთებში დაიხარჯა , 70 ლარი ტკბილეულობაში , 40  საჰაერო ბურთები  და საყვირებში   10 ლარი სამგზავრო ხარჯები .
ე) მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან ჯგუფს რომელთა მიმართაც თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება უნდა იყოს მნიშვნელოვანი,  საკუთარი თვალით ნახავენ რამდენად ჯეროვნად არის სახელმწიფოს   მხრიდან მათზე   ზრუნვა  განხორციელებული ..
    აცნობიერებენ, როცა თავად გახდებიან სრულწლოვანი    მოქალაქეები და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ , რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ მსგავს პრობლემებს.
ვ) პროექტის დაგეგმვა და  მენეჯმენტი:  მომზადების პერიოდში    შესაძლებლობა- უნარის გათვალიწინებით მთელი  კლასი აქტიურად   ჩაება    მზადების  პროცესში.
ნაწილი   ფინანსებს განკარგავდა, ნაწილმა  მუსიკალური პროგრამის მომზადებაზე იზრუნა.
ზ) მონიტორიგნი და შეფასება :
    პროექტის განხორციელების დღეს, მთლიანად იღებდა მონაწილეობას  მე-8 ბ კლასის მოსწავლეები.
     ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება , რომ ისინი კარგად გაერთნენ  და ისიამოვნეს ჩვენი მათთან ყოფნით და კმაყოფილი ბენეფიციარები, მათი  ბედნიერი სახეები და  პროექტის მონაწილე მოსწავლეების დადებითი და ემოციური განწყობა იმდენად ამაღლებული იყო,  რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია და ყოველივე  ზემოთ ჩამოთვლილმა აამაღლა მოსწავლეებში მოტივაცია იმისა, რომ ისინი სამომავლოდ  კვლავ შეეცდებიან დაგეგმონ მგავსი  საინტრესო,  მეტად  პროდუქტიული და ეფექტური  სოციალური პროექტები.







რეფლექსია
   სოციალური პროექტი ,, ერთი დღე  ზღაპრულ გარემოში ‘’ - ყველა მიზანი ზედმიწევნით მიღწეულია . სიყვარული , სითბო ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო , რაც  მახინჯაურის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებსა  და მოსწავლეების შორის დამყარდა, ამის ნათელი დადასტურებაა.  მოსწავლეები  მღეროდნენ, ცეკვავდნენ ერთად  და ძალიან ბედნიერები იყვნენ.
გეგმით დასახული ყველა აქტივობა განხორციელდა . თითქმის არ იყო ხარვეზი .
ყველა კომპონენტებში დაგეგმვიდან განხორციელებამდე პროექტი იყო წარმატებული, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო .
პროექტის მონაწილეები გაეცნენ სოციალურად ყველაზე მძიმე საჭიროებების მქონე  პირებს.         მეორე დღეს თითოეულის აზრი მოვისმინე, ამბობდნენ რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ, ბევრი რამ დააფასეს  და ისწავლეს, ძალიან ბევრისთვის ასეთ პროექტებში მონაწილეობა არ იყო უცხო, ისინი ძალიან ხშირად მონაწილეობენ მსგავსი ტიპის პროექტებში და ამით ბედნიერები არიან.
პროექტის განხორციელების გზა, უმნიშვნელო პრობლემაც კი არ ყოფილა , რაც ძალიან მახარებს . მადლობას ვუხდი პროექტში მონაწილეებს: ყველა მოსწავლეს ,მშობლებს და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.