პროექტები




1- ლი
სოციალური პროექტის გეგმა


1
პროექტის დასახელება
,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“
2
პროექტის ხელმძღვანელი
ლამზირა მამუჭაძე
3
პროექტში მონაწილენი
ბათუმია მე-18 საჯარო სკოლის მე-9 ბ  კლასის მოსწავლეები
4
პროექტის ვადები
10-15 ოქტომბერი 2019 წ.
5
ბიუჯეტი/რესურსები
სამეურნეო იარაღები (ფოცხი, ფიწალი), რეზინის ხელთათმანები, ცარიელი ტომრები, პოლიეთილენის პარკები.
6
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
პროექტის მიზანია: სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე ზრუნვის უნარის განვითარება მოსწავლეებში. უშუალო, ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის ურნის დადგმა. პრევენციის მიზნით ლექცია-საუბარი-დებატები მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. მათი ჩართვა წამახალისებელ აქტივობებში.
7
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები?
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. ახლოს მიედინება პატარა მდინარე, რომელსაც მოყვება სხვადასხვა სახის ნარჩენები, რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში.
8
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
1)    შეხვედრა ახლომცხოვრებ მოსახლეობასთან. დებატები მოსწავლეებსა და მათ შორის. არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე შეთანხმება;
2)    პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ნივთების მოძიება;
3)    დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება;
4)    წამახალისებელი აქტივობების მოფიქრება შემდგომი პრევენციისთვის.
9
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ის, რომ გართულდა მოსახლეობის შეკრება და მათთან საუბარი.
სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი.
10
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გარემოსა და ბუნების დაცვის უნარები, პირადად გახდებიან გარემოს დამცველები, რაც აისახება შემდგომში გარემოს სისუფთავეზე.
მოგეხსენებათ ბათუმი ტურისტული ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გარემო მიმზიდველი და სუფთა უნდა იყოს მნახველებისთვის.
11
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის  წესების  დაცვა.
ბუნ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების  დაცვა.
საზ.მეც.დაწყ.(I).17.   მზრუნველობის გამოვლენა ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ.
ჩვენს მიერ დასმული ამოცანები ნაბიჯ-ნაბიჯ შევასრულეთ. ვფიქრობ შედეგზეც გავედით, მოსწავლეები იცავენ და ცდილობენ არ დაანაგვიანონ. აკეთებენ სხვადასხვა ლოზუნგებს გარემოს დაცვაზე. 






ხელმნძღვანელი მასწავლებელი  :                           /ლ. მამუჭაძე/  

















                                                                                                                                                                                                                                                                                  
































რეფლექსია


2019-2020 სასწავლო  ლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის, ,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე" განხორციელება, რომლის მიზანი იყო სუფთა გარემოზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება მოსწავლეებში და  უშუალო, ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.
მოსწავლეების მიერ  მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის ურნის დადგმა. პრევენციის მიზნით ლექცია-საუბარი-შეხვედრა მოსახლეობასთან და დებატები  მათ შორის
წარიმართა სამ ეტაპად:
   პირველი  ეტაპი: შეხვედრა ახლომცხოვრებ მოსახლეობასთან. დებატები მოსწავლეებსა და მათ შორის. არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე შეთანხმება.
    მეორე ეტაპი: პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ნივთების მოძიება.
მესამე ეტაპი: დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება.
        პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება. განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემის, დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები, ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების გამომუშავება. 
პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის უნდა წინასწარ გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.


                                                                                ხელმძღვანელი:    ლამზირა მამუჭაძე




  








                                                                                                           

                                                                                           



                                                                                   


















მე-2



სოციალური პროექტის გეგმა



1
პროექტის დასახელება
,,სამადლობელო წერილების დამზადება“
2
პროექტის ხელმძღვანელი
ლამზირა მამუჭაძე
3
პროექტში მონაწილენი
ბათუმის მე-18  საჯარო სკოლის მე-8, 9კლასის მოსწავლეები
4
პროექტის ვადები
16-31 ოქტომბერი2019 წ.
5
ბიუჯეტი/რესურსები
ფერადი თაბახის ფურცლები, საწერ-კალმები, კომპიუტერი ქსელში ჩართული.
6
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
პროექტის მიზანია: ექიმების, ექთნების, 112-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე.
7
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები?
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
თამარის დასახლებაში არის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი , ასევე სახანძრო სამსახური და პოლიციის განყოფილება.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად , ეს სამსახურები დგას ხალხის სამსახურში, რაც დასაფასებელი და პატივსაცემია.
8
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
1.     აღნიშნული სამსახურების თანამშრომელთა ვინაობისა და ფუნქცია-მოვალეობების მოძიება-გაცნობა;
2.     მოსწავლეების მიერ სამადლობელო წერილების შედგენა;
3.     მზა წერილების ადრესატამდე მიწოდება.
9
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ის, რომ გართულდა ზოგიერთი წერილის ადრესატის გარკვევა და დროული მიწოდება.
10
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
ოსწავლეები გაანალიზებენ, თუ რა განცდებ გამოიწვია მათში ან იმ ადამიანებში, ვისაც ეს შეეხო, მათ მიერ განხორციელებულმა სამადლობელო წერილებმა. აგრეთვე, საპასუხოდ რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისაგან. მოსწავლეები დაფიქრებ იმის შესახებ, თუ რა სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი დღის თუ კვირის განმავლობაში სხვა ადამიანების მიმართ, როგორ შეიძლება ამგვარმა ქცევამ შეცვალოს კლიმატი კლასსა თუ სკოლაში. მოსწავლეები დაეუფლებიან კულტურული ქცევის მანერებს, ეტიკეტს, გაიაზრებენ სიკეთის ფასს და სიკეთის კეთებით მიღებულ სასიამოვნო განცდას.
11
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
 მოსწავლეებს განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი, გამოიმუშავეს ეტიკეტის ნორმებს. პროფესიების დაფასებისა და შეფასების უნარი.
რა არის პროფესიონალიზმის მთავარი არსი?


ხელმნძღვანელი მასწავლებელი  :                                     /ლ. მამუჭაძე/






                                                 
              



            





































                     რეფლექსია



2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის, "სამადლობელო წერილი", განხორციელება, რომლის მიზანი იყო 112-ის თანამშრომლების: ექიმების,ექთნების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტზე მუშაობა წარიმართა ოთხ ეტაპად:
პირველი  ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად მოვიძიე ინფორმაცია აღნიშნულ თანამშრომლებზე.
მეორე ეტაპი: მოვახდინე მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები .
მესამე ეტაპი: მოსწავლეებმა დაწერეს სამადლობელო წერილები, გააფორმეს თავიანთი ფანტაზიით და სურვილის მიხედვით.
მეოთხე ეტაპი: წერილების ადრესატებთან სტუმრობა.
 პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება. განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემის, დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები, ყველა პროფესიის დაფასებისა და პატივისცემის უნარის განვითარება, ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების გამომუშავება.
პროექტზე მუშაობისას იყო ხელშემშლელი ფაქტორები: გართულდა წერილის ადრესატების მოძიება.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.



                                                         ხელმძღვანელი:  ლამზირა მამუჭაძე











































მე-3  პროექტი




სოციალური პროექტის გეგმა

მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ!




1
პროექტის დასახელება
მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ!
2
პროექტის ხელმძღვანელი
ლამზირა მამუჭაძე
3
პროექტში მონაწილენი
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები
4
პროექტის ვადები
5-10  ნოემბერი 2019 წ.
5
ბიუჯეტი/რესურსები
ოთახი შეხვედრებისათვის, კომპიუტერი, პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
6
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
პროექტის მიზანია: დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, როგორიცაა თანამშრომლობა,  ემოციების კონტროლი, კონფლიქტის გადაჭრა, ემპათიის გრძნობის განვითარება, თანაგრძნობა, ერთმანეთის მხარში დგომა, ურთიერთსიყვარული.
7
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები:
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
თანატოლებთან ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ დსოციალურ განვითარებაში.  მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები, ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები,  არ იციან როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლების ყურადღება.  როგორ მართონ თავიანთი ემოციები მე-9 კლასში არსებულმა პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
8
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
პროექტის იდეის გაცნობა. მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცნობ პროექტის იდეას და ვთხოვ თანამშრომლობას.
სიტუაციური ფილმის―ებრძოლე ბულინგს― ჩვენება და განხილვა მოსწავლეები იმსჯელებენ სად დაინახეს ფილმში ძალადობა,აგრესია, როგორ გადაჭრეს ბავშვებმა პრობლება, როგორ მოიქცეოდით თქვენ?
ინტერვიუ პირად საკითხებზე მოსწავლეები შეძლებისდაგვარ  გულახდილად უპასუხებენ თანაკლასელთა შეკითხვებს. მოიტანენ 2-3 ნივთს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვითხრობს მათ შესახებ. მოსწავლეები ერთმანეთს გაიცნობენ სხვადასხვა კუთხით.
„ნაბიჯ-ნაბიჯ― აქტივობების ამსახველი ფოტო-ალბომის შექმნა, რომელშიც აისახება პროექტზე.
პროექტის პრეზენტაცია.
9
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
შეიძლება არ მოვიდეს მშობლები ან სტუმარი.
10
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
მოსწავლეებმა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, იყვნენ შემწყნარებლები, იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.
11
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
 მოსწავლეებზდაკვირვების ცხრილით;
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი . (დანართი 1, 2).



ხემნძღვანელი მასწავლებელი                                                  /ლ. მამუჭაძე/




















მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1)

კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზ


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან


გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას


სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს პროექტებზე




მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი    (დანართი2)

კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაგეგმისას გავითალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე პროექტში ყველა მოსწავლის და მშობლის ჩართვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაწერილ დროში








































































                რეფლექსია

    2019 წლის პირველ სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის „ მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ!“ , განხორციელება, რომლის მიზანი იყო დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, როგორიცაა თანამშრომლობა, ემოციების კონტროლი, კონფლიქტის გადაჭრა, ემპათიის გრძნობის განვითარება, თანაგრძნობა, ერთმანეთის მხარში დგომა, ურთიერთსიყვარული.
   წარიმართა  ოთხ ეტაპად:
   პირველი ეტაპი:  პროექტის იდეა  გავაცანი მოსწავლეებსა და მშობლებს.ვთხოვე თანამშრომლობა.
   მეორე ეტაპი:სიტუაციური ფილმის ----- ებრძოლე ბულინგს -- ჩვენება და განხილვა. მოსწავლეებმა იმსჯელეს სად დაინახეს ფილმში ძალადობა,აგრესია, როგორ გადაჭრეს ბავშვებმა პრობლემა, როგორ მოიქცეოდით თქვენ ? გაითამაშეს ინსცენირება . მოიფიქრეს ამბები  მსგავს საკითხთან დაკავშირებით.
  მესამე ეტაპი:  „ ნაბიჯ-ნაბიჯ -- აქტივობების ამსახველი  ფოტო ალბომის შექმნა “,   ავსახეთ პროექტებზე.
  მეოთხე ეტაპი: პროექტის პრეზენტაცია, სადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა აუდიტორიისგან, დებატები , კითხვა-პასუხი.
  მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაციას, თანამშრომლობას, ისწავლეს , რომ იყვნენ შემწყნარებლები, როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.
   პროექტზე მუშაობისას იყო ხელშემშლელი ფაქტორები : გართულდა პირადი ნივთების მოტანა  სკოლაში რაც ძირითადად იყო კომპლექსის შედეგად გამოწვეული.  ჩვენ ამ მიმართულებითაც ვიმუშავეთ და შევეცადეთ  ამ და მსგავსი კომპლექსების დაძლევას მოსწავლეებში.
   საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში , რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული , სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას .


                                                                                   ხელმძღვანელი : ლ. მამუჭაძე.




















































მე-4 პროექტი



"ჩვენც დავბერდებით"

                             N18  საჯარო სკოლა

სოციალური პროექტი:  „ ჩვენც დავბერდებით.
ხელმძღვანელი: ლამზირა მამუჭაძე
2019-2020  სასწავლო წელი
                                          9-ბ  კლასი.





პროექტის აქტუალობა-თანამედროვე სწავლა-სწავლების მიხედვით არაფორმალური განათლებით სწავლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს მოსწავლეს სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საკუთარი  ადგილის განსაზღვრაში. პრაქტიკულმა საქმიანობამ მაჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან სჭირდებათ მსგავს პროექტებში ჩაბმა და მონაწილეობა, რაც საწინდარი ხდება მრავალფუნქციური უნარების განვითარების.
პროექტი აქტუალურია რამდენიმე საკითხის გამო. ის სოციალური ხასიათისაა, მიზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას არაფორმალური განათლების კუთხით. ასევე ყურადღებას ამახვილებს ისეთ აქტუალურ საკითხზე როგორიცაა- ემფატია, თანაგანცდა, ურთიერთ დახმარება, უფროსებისადმი პატივისცემა და გვერდში დგომა.მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ სოციალურად შეჭირვებული მოხუცისთვის  ერთი დღის გალამაზება
  
პროექტის მიზანი: მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ სოციალურად შეჭირვებული მოხუცისთვის  ერთი დღის გალამაზება
პროექტზე მუშაობის ვადები: 10  ნოემბრიდან-20 ნოემბრამდე.
 პროექტის ამოცანები:
Iამოცანა:პროექტის შესახებ ინფორმაციის გაცნობა მონაწილეებისათვის.

II ამოცანა: მარტოხელა  ,სოციალურად შეჭირვებული მოხუცის ნახვა.
III ამოცანა: საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება .
IV ამოცანა: დანიშნულების ადგილას მისვლა.







Iამოცანა:
განხორციელება: 10ნოემბრიდან
მოსწავლეებთან ერთად შევუდექით სოციალური პროექტის „ჩვენც დავბერდებით“ განხორციელებას, რაშიც დიდი მხარდაჭერა და დაინტერესება ვიგრძენი .


,





II ამოცანა:
12 ნოემბერი.
მოვინახულეთ და შევუთანხმდით  მარტოხელა , სოციალურად დაუცველ მოხუცს ჩვენი იდეის შესახებ, დავგეგმეთ ერთობლივად მისაღები დღე ( ჩვენი მოულოდნელი სტუმრობით არ წარმოქმნილიყო რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები). დავინტერესდით რას საჭიროებდა.
III ამოცანა:
15 ნოემბერი.
შევუდექით მისთვის  საყოფაცხოვრებო და არსებობისათვის საჭირო პროდუქტის  შეგროვებას.  ჩართულები იყვნენ როგორც მოსწავლეები , ასევე მათი მშობლებიც.
IV ამოცანა:
20 ნოემბერი
ღვთის წყალობითა და მოსწავლეთა  მონდომებით შეფერხების გარეშე მოვახერხეთ თბილ,სათნო,მრავალჭირგამოვლილ ქალბატონთან სტუმრობა.
  
Vამოცანა : 
განვახორციელეთ სოციალური პროექტი სახელწოდებით „ ჩვენც დავბერდებით“ .
       პროექტის  მთავარი  ამოცანა  იყო  სოციალურად  შეჭირვებული  ადგილობრივი  მცხოვრების მიმართ   თანადგომა  და ერთი  დღის   გალამაზება. საინტერესო და ემოციებით აღსავსე  დღე იყო. რითაც დიდი სიამოვნება მივიღეთ პროექტის თითოეულმა მონაწილემ. 








პროექტი ითალისწინებდა ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს და ინტერესებს.კონკრეტულად:
          მოსწავლე აანალიზებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას,  სოციალურ საფუძვლებს;
      
          თანამშრომლობს მოზრდილებთან და თანატოლებთან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში;
          განსაზღვრავს პრობლემას, მისი გადაჭრის გზებს და მიმართულებას;
          იცავს ეროვნულობას;
          არის ტოლერანტი;
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გააჩნდათ შესაბამისი გამოცდილება სამუშაო პროცესისთვის.
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებხელი შეუწყო შემდეგი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში:
          პრობლემის ანალიზის;
          მიზნების ჩამოყალიბების;
          მიზნის შესაბამისი ამოცანების დასახვისა;
          ჯგუფური მუშაობა
          ინდივიდუალური მუშაობა
          პასუხისმგებლობის გრძნობა















                                        რეფლექსია


საინტერესოა, ის ფაქტი რომ  ჯგუფის წევრები გუნდურად მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, მითითებულ რესურსებს მიზნობრივად იყენებდნენ. ყოველი ახალი შეხვედრისას პროექტი დახვეწილი და ჩამოყალიბებული ხდებოდა.
 შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისთვის. მუშაობა გეგმაზომიერად მიმდინარეობდა.
პროექტს დიდი მოწონება ხვდა. ეს ყველაფერი კი მოითხოვდა სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამოყენებას, რომლებიც კარგად დავაფიქსირეთ ინიციატივის აღების დროს. ამ უნარ-ჩვევების გარეშე მოსწავლეები და რა თქმა უნდა ჩვენც, ვერ მივაღწევდით შედეგს.  ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ეს შედეგებია:
          თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური მუშაობის დროს;
          კომუნიკაციის კომპეტენცია, კონტაქტის დამყარება;
          ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც  პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში გამოადგება;
          პროდუქტის შექმნის კომპეტენცია, ანუ ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
          პასუხისმგებლობის კომპეტენცია;
          თვითშეფასების უნარი;
   შეგვექმნა გაუთვალისწინებელი  შემთხვევა. დაგვჭირდა სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ ყველაფერმა  მშვიდობიანად ჩაიარა. ( მაღალი წნევის მიუხედავად  ბებო უკეთ გახდა)
. განვახორციელეთ სოციალური პროექტი სახელწოდებით „ ჩვენც დავბერდებით“
პროექტის  მთავარი  ამოცანა  იყო  სოციალურად  შეჭირვებული  ადგილობრივი  მცხოვრების მიმართ   თანადგომა  და ერთი  დღის   გალამაზება. საინტერესო და ემოციებით აღსავსე  დღე იყო. რითაც დიდი სიამოვნება მივიღეთ პროექტის თითოეულმა მონაწილემ. 

 პროექტის ხელმძღვანელი:  ლამზირა მამუჭაძე.




















მე-5    პროექტი


სოციალური პროექტის გეგმა


1
პროექტის დასახელება
გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო“
2
პროექტის ხელმძღვანელი
ლამზირა მამუჭაძე
3
პროექტში მონაწილენი
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები
4
პროექტის ვადები
21 ნოემბერი- 28 ნოემბერი 2019წ.
5
ბიუჯეტი/რესურსები
კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, კალმები, ფოტოაპარატი, ნერგები, ნიჩბები, მინერალური სასუქი, მორწყვისთვის საჭირო ინვენტარი, ნიადაგის გაფხვიერებისათვის საჭირო სამუშაო იარაღები.
6
მიზანი
ძირითადო კითხვები:
რა არის ჩვენი მიზანი?
რას გვინდა მივაღწიოთ?
პროექტის მიზანია: დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, საკუთარი და საზოგადო ტერიტორიების გამწვანება-დანერგვიანება, მოვლა-პატრონობის უნარების განვითარება.მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და ჩართულობა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა.
 მივიღებთ პროდუქტს-სკოლის გამწვნებულ სკვერს, მოსწავლეებს კი აუმაღლდებათ ეკოლოგიური ცნობიერება, გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ჰავა და კლიმატი მცენარეულ საფარზე და მათ გავრცელების კანონზომიერებებზე.
7
არსებული მდგომარეობა
ძირითადი კითხვები:
რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის?
რა პრობლემები არსებობს?
თანატოლებთან ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ  და სოციალურ განვითარებაში.  მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ სოციალური უნარ-ჩვევები, ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები,   თუ   როგორ მართონ თავიანთი ემოციები .                        არსებულმა პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
8
განსახორციელებელი ამოცანები
ძირითადი კითხვები:
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
1.     პროექტის ორგანიზება–პროექტის პრეზენტაცია–მოსწავლეებისათვის პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა,–ჯგუფებად დაყოფა–მოსწავლეების შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მათი  ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.–რესურსების მოძიება და მოსწავლეებთან ერთად დახარისხება.
2.     ხე მცენარეულობის სკოლის ტერიტორიაზე გადმოტანა.
3.     ხე-მცენარეულობაზე დაკვირვება და მათზე ზრუნვა.
9
ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
შესაძლებელია მოცემული მომენტისათვის, ჩვენთვის სასურველი მცენარის ნერგი ვერ მოიძებნოს, მოძებნილი იქნება ალტენატივები.შესაძლებელია მცენარეულობამ ვერ შეეგუოს ახალ გარემოს და არ გაიხაროს, ინტენსიური დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგად მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული უარყოფითი შედეგები.
10
შედეგი
ძირითადი კითხები:
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
სკოლის ეზოში შეიქმნება საცდელი ნაკვეთი, მოხდება მისი გამწვანება და გამოყენება სასწავლო დანიშნულებით, სკოლის მოსწავლეების მიერ, მრავალი წლის განმავლობაში.
11
შეფასება
ძირითადი კითხვები:
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
 მოსწავლეებზ ედაკვირვების ცხრილით;
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი . (დანართი 1).



ხემნძღვანელი მასწავლებელი                                                                /ლ. მამუჭაძე/







მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი (დანართი 1)
კრიტერიუმები
დიახ
არა
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში


იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია


ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი






                                                      რეფლექსია

  2019-2020  სასწავლო წლის 1 სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის,“ გავამწვანოთ ჩვენი სკოლის ეზო“, განხორციელება, რომლის მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში, საკუთარი და საზოგადო ტერირორიების გამწვანება- დანერგვიანება, მოვლა-პატრონობის უნარების განვითარება. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და ჩართულობა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის  ამაღლება .
   შედეგად მივიღებთ სკოლის გამწვანებულ სკვერს, ხოლო მოსწავლეებს აუმაღლდებათ ეკოლოგიური ცნობიერება , გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ჰავა და კლიმატი მცენარეულ საფარზე.
წარიმართა სამ ეტაპად :
პირველი ეტაპი:   პროექტის ორაგნიზება, პროექტის პრეზენტაცია . მოსწავლეებისათვის პროექტის იდეის , მიზნებისა და ვადების გაცნობა, ჯგუფებად დაყოფა, მოსწავლეების  შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით მათი ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება. რესურსების მოძიება და მოსწავლეებთან ერთად დახარისხება.
მეორე ეტაპი:  სკოლის ტერიტორიაზე ხე-მცენარეულობის  გადმოტანა.
მესამე ეტაპი:  დაკვირვება და ზრუნვა ხე-მცენარეულობაზე.
   პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს  ინფორმაციის მოძიება და დახარისხება. განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების , გადაწყვეტილების მიღების , შემწყნარებლობის , სხვისი უფლებების პატივისცემის , საკუთარი და საზოგადო საქმიანობის სიყვარული და ქონების მოვლა-პატრონობის უნარი.
   პროექტზე მუშაობისას იყო ხელისშემშლელი ფაქტორები: სამუშაოებისთვის წინასწარ უნდა გაგვეთვალა ამინდის პროგნოზი. გართულდა მცენარეთა ნერგების მოძიება-მოზიდვა სკოლის ეზოში. მოსწავლეთა მშობლების დახმარებით მოიძებნა ალტერნატივა.
    პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, რადგან გაიზარდა  ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს სრულფასოვანი  მოქალაქეების ჩამოყლიბებას.
                                                                   
       ხელმძღვანელი  :   ლ. მამუჭაძე.














No comments:

Post a Comment