ლიტერატურული წრე
,,მხატვრული კითხვის ოსტატი’’
,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს’’
წრის მოკლე დახასიათება.
წარმოადგენს იდეურ-აღმზრდელობითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობის ერთიანი პროცესის განუყოფელ ნაწილს. აქ საფუძველი ეყრება სათანადო მიდრეკილებების გამოვლენას,შინაგანი შემოქმედებითი ძალებისა და ნიჭის გამოვლენას, ცოდნა-ჩვევების გაღრმავებას. ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობას, ინიციატივას, გუნდის მუშაობას. ენობრივ-ლიტერატურული ფაქტებისა და მოვლენების ცხოვრებასთან გააზრებულად დაკავშირებას.
,,მხატვრული კითხვის ოსტატი’’
წრის მისია:
მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს უჭირს ლექსის დამოუკიდებლად, თავისუფლად,მიმზიდველად და შემოქმედებითად გადმოცემა. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭიროა გამომეტყველებითი კითხვის ცალკეულ მომენტებზე ყურადღების გამახვილება, დაკვირვება, ვარჯიში. ასეთი მუშაობა გამოავლენს და ხელს შეუწყობს მხატვრული კითხვის უნარის მქონე ბავშვებს.
ჩემი აზრით, მხოლოდ გაკვეთილებზე ვერ განხორციელდება მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვისა და გადმოცემის უნარ-ჩვევათა გამომუშავება.
გამიჩნდა სურვილი, ჩემს მოსწავლეებთან ვიმუშაო დამატებით, კლასგარეშე ფორმით. შევქმნა წრე ,,მხატვრული კითხვის ოსტატი.’’
მიზანი:
მოსწავლეებში დავნერგო ცოცხალი სიტყვის მაღალი კულტურა, გამოვავლინო და გავაღრმავო მხატვრული კითხვის ბუნებრივი მონაცემები; მივაჩვიო ლიტერატურულად სწორად გამოთქმას, სიტყვის ემოციურად გადმოცემას. მოსწავლეებს გავუღვივო ინტერესი პოეზიისადმი, განვუვითარო მეტყველების კულტურა, გავუმდიდრო ლექსიკური მარაგი, გავუფართოვო თვალსაწიერი, გამოვუმუშავო შემეცნებითი და ანალიტიკური უნარები.
ამოცანები:
მოსწავლეს ვაგრძნობინოთ, რომ მხატვრული კითხვა ჩვეულებრივი კითხვისაგან განსხვავდება ემოციებით, მიმიკის, ჟესტიკულაციის ზომიერი ჩართვით. მხატვრული კითხვა მოსწავლეებს აღუძრავს და განუვითარებს პოეზიისადმი დიდ სიყვარულს.
აქტივობები:
1. ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;
2. საწრეო მუშაობის ფორმები (ინდივიდუალური,ჯგუფური მუშაობა);
3. ლექსის სახეების განსაზღვრა;
4. შესაფერისი მასალის შერჩევა;
5. გამომეტყველებითი კითხვის დახვეწა;
6. დაკვირვება აზრის მხატვრულად გამოხატვის თავისებურებაზე (ლექსის ზომა,რიტმი,რითმა);
7. დასამუშავებელ საკითხთან დაკავშირებული ტექსტუალური მასალების, ფოტოსურათების (სტენდისა და თუ ალბომისთვის) მოძიება-გამოყენება;
8. სათანადო სამუშაო მასალაზე შემოქმედებითი უნარის გამოვლენა;
პროგრამა:
1. ორგანიზაციული საკითხები;
2. წრის კონცეფციის გაცნობა;
3. სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა;
4. მუშაობა მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე (მოსწავლეების მიერ შერჩეული ლექსები);
5. მუშაობა ანა კალანდაძის ლექსებზე (მოსწავლეების მიერ შერჩეული ლექსები)
6. მუშაობა ანა კალანდაძის ლექსებზე(მოსწავლეების მიერ შერჩეული ლექსები)
7. კედლის გაზეთების გამოშვება;
8. საყვარელი ლექსების მხატვრულ კითხვაში ჯგუფების შეჯიბრება;
9. პოეზიის საღამო-,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.’’
10. გაწეული მუშაობის შეჯამება შეფასება.
სამუშაო გეგმა (ღონისძიებები)
N
|
თემის (საკითხის) დასახელება
|
თარიღი
|
1
|
I შეხვედ რა
წრის მიზნების,სამუშაო გეგმისა და აქტივობების გაცნობა,ჯგუფების შექმნა,მინი ლექცია,მომავალი შეხვედრის მასალების დარიგება,თეორიული მასალა(რა არის პოეზია,პოეზიის სახეები და ეროვნული სალექსო ფორმა)პოეტური ხელოვნების რაობა.ლექსი და პროზა.
|
11.10
|
2
|
IIშეხვედრა
პრაქტიკული სამუშაო (წინასწარ შერჩეული ლექსების მიხედვით პოეტური სახეების განსაზღვრა გაკვეთილზე მიცემული და ახსნილი თეორიული მასალის შემოწმების მიზნით), მსჯელობა და მითითების მიცემა. ლადო ასათიანის ბიოგრაფიის გაცნობა (მინი ლექცია)ამავე პოეტის შემოქმედებიდან ლექსების შერჩევა. ლექსი მხატვრული კითხვით.
ლექსების მოსმენა აუდიოაპარატურით. უცხო სიტყვების ამოწერა და განმარტება.
ლ.ასათიანის პოეზიიდან შერჩეული ლექსების ინტონაციური კითხვა, ლექსის გარჩევა, უკვე დამუშავებული მასალის მიხედვით ლექსის სახის განსაზღვრა.შემდეგი შეხვედრისათვის ლექსების შერჩევა და კედლის გაზეთზე მუშაობა.
|
17.10
|
3
|
III შეხვედრა
ლექსების მხატვრულად წაკითხვა აუდიტორიის წინაშე(ყველა მოსწავლე)და შეფასება კომენტარების მიცემა. კედლის გაზეთის გამოშვება.
|
24.10
|
4
|
IVშეხვედრა
ანა კალანდაძის ბიოგრაფიის გაცნობა ( მინი ლექცია)ანა კალანდაძის შემოქმედებიდან მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით ლექსების შერჩევა(2 ლექსი მხატვრული კითხვით. აუდიოაპარატურით ლექსების მოსმენა. სიტყვების ამოწერა და განმარტება.
|
31.10
|
5
|
Vშეხვედრა
ანა კალანდაძის (შერჩეული)ლექსების მხატვრული კითხვა,უკვე დამუშავებული მასალის მიხედვით ლექსის განსაზღვრა,ლექსების ანალიზი და კომენტარების მიცემა.შემდეგი შეხვედრისათვის ლექსების (მხატვრული კითხვა)აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
|
07.11
|
6
|
VIშეხვედრა
მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფია(მინი ლექცია)ლექსების შერჩევა(3ლექსი),ანალიზი და მხატვრული კითხვაზე მუშაობა,ლექსების სახის განსაზღვრა,აუდიოაპარატურით ლექსების მოსმენა.შემდეგი შეხვედრისათვის შერჩევა ლექსების მხატვრული კითხვით აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. უცხო სიტყვების ამოწერა და განმარტება.
|
14.11
|
7
|
VII შეხვედრა
გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია(მინი ლექცია)ლექსების შერჩევა(3ლექსი),ანალიზი და მხატვრულ კითხვაზე მუშაობა,ლექსების სახის განსაზღვრა ინდივიდუალურად,შემდეგ ჯგუფებში მოსმენა, აუდიო აპარატურის მიბაძვით კითხვა(ინდივიდუალურად)
|
21.11
|
8
|
VIII შეხვედრა
ლექსების ანალიზი, მხატვრულ კითხვაზე მუშაობა,შემდეგი შეხვედრისთვის ლექსების მხატვრული კითხვით აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
|
28.11
|
9
|
IX შეხვედრა
პოეზიის საღამოსთვის ლექსების გადანაწილება,მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით.
|
5.12
|
10
|
X შეხვედრა
პოეზიის საღამო: ,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს’’მოსწავლეებისა და მშობლების შეფასების კითხვარის შევსება (წრის მუშაობა წლის განმავლობაში)
|
12.12
|
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური,ჯგუფური,გუნდური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:10 მოსწავლე
დრო:გაკვეთილების შემდეგ 1 საათი.წრის მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთხელ.
შედეგი: ჩემი აზრით,საწრეო მუშაობა დიდ დახმარებას გაუწევს საპროგრამო და პროგრამის გარეშე ლიტერატურის გაცნობა,მასალის ღრმა გაგებას და გადმოცემას.
ჩემს მოსწავლეებს ეცოდინებათ სიტყვის,წინადადების სწორად წარმოთქმა,საგნისა და მოვლენის ნათლად წარმოდგენა,ფერებში მისი აღქმა,ემოციების გადაუჭარბებლად გამოხატვა, გამოხატვის საშუალებების ზომიერად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შესაბამისად, შეძლებენ თავისუფლად საუბარს.
კიდევ უფრო შეუყვარდებათ პოეზია. გახდებიან წიგნიერნი. აზრს თანმიმდევრულად ჩამოაყალიბებენ. ჟესტიკულაციას და მიმიკებს ლექსის შესაბამისად გამოიყენებენ.ეცოდინებათ ლექსის მუსიკალურობა.ლექსის დაკვირვებით წაკითხვა,სწორი და მიმზიდველი გადმოცემა,რაც მთავარია,ეცოდინებათ ჯგუფური,გუნდური მუშაობის პრინციპები.
შეფასება:დასკვნითი შეხვედრისას მოხდება გაწეული მუშაობის შეფასება:
ა. რამდენად მივაღწიეთ მიზანს?
ბ. ხელმისაწვდომი იყო თქვენთვის ინფორმაცია?
გ. დამუშავებული საკითხები შეესაბამებოდა და თქვენს ინტერესებსა თუ მოთხოვნებს?
დ. განხილული საკითხები დაგეხმარათ ცოდნის გაღრმავებაში?
ე. მუშაობისას აქტივობები საინტერესო იყო თუ არა მოსწავლეებისთვის?
ვ. შეხვედრების დროს იგრძნობოდა თუ არა კეთილგანწყობა?
პირველი შეხვედრა:მშობლებთან ხელშეკრულების გაფორმება,წრის მიზნების გაცნობა და განრიგის შედგენა.
წრის მოსწავლეთა სია
წრის სახელწოდება: ,,მხატვრული კითხვის ოსტატი’’
2019-2020 სასწავლო წელი. I სემესტრი.
N
|
გვარი,სახელი
|
თარიღი
|
ხელმოწერა
|
1
|
აბაშიძე ნია
| ||
2
|
ბარამიძე გიგი
| ||
3
|
ბოლქვაძე თამარ
| ||
4
|
დევაძე ბაჩანა
| ||
5
|
დევაძე რეზიკო
| ||
6
|
ღორჯომელაძე ლუკა
| ||
7
|
შამილიშვილი ლიზი
| ||
8
|
შარაძე ანანო
| ||
9
|
ჩხაიძე თედო
| ||
10
|
ჯინჭარაძე ლანა
|
I შეხვედრა
2019 წლის 11 ოქტომბერს შედგა ლიტერატურული წრის "მხატვრული კითხვის ოსტატი" I შეხვედრა. გავეცანით წრის მიზნებს,სამუშაო გეგმასა და აქტივობებს, მომავალი შეხვედრისთვის გავინაწილეთ თეორიული მასალა(რა არის პოეზია,პოეზიის სახეები და ეროვნული სალექსო ფორმა)პოეტური ხელოვნების რაობა.ლექსი და პროზა.
II შეხვედრა
III შეხვედრა
2019 წლის 24 ოქტომბერს შედგა ლიტერატურული წრის "მხატვრული კითხვის ოსტატი" III შეხვედრა. წრის ყველა წევრმა აუდიტორიის წინაშე მხატვრულად წაიკითხა ლექსი, მოხდა მათი შეფასება კომენტარებით . გამოუშვეს კედლის გაზეთი.
IVშეხვედრა
2019წლის 31 ოქტომბერი წრის მე-4 შეხვედრა. გავეცანით ანა კალანდაძის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებას. შევარჩიეთ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით ლექსები.,რომლებიც წაიკითხეს მხატვრულად და მოსმინეს აუდიოაპარატურითაც. ამოიწერეს უცხო სიტყვები და განმარტეს.
2019 წლის 7 ნოემბერი წრის V შეხვედრა . დამუშავებული მასალის მიხედვით ბავშვებმა შეძლეს მათ მიერ შერჩეული ანა კალანდაძის ლექსების ანალიზი და კომენტარების მიცემა.
VIშეხვედრა
2019 წლის 14 ნოემბერი. ლიტერატურული წრის შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაზე. შევარჩიეთ სამი ლექსი, წავიკითხეთ მხატვრულად და განვიხილეთ. ამოვიწერეთ, განვმარტეთ უცხო სიტყვები. მოვისმინეთ აუდიო აპარატურითაც.
VII შეხვედრა
2019 წლის 21 ნოემბერს შედგა ლიტერატურული წრის VII შეხვედრა . გავეცანით გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. შევარჩიეთ მისი 3 ლექსი და მოვახდინეთ ამ ლექსების გარჩევა, ანალიზი, მხატვრული კითხვა. როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, გამოვიყენეთ აუდიაო აპარატურა მოვისმინეთ და შევეცადეთ მიგვებაძა .
2019 წლის 21 ნოემბერს შედგა ლიტერატურული წრის VII შეხვედრა . გავეცანით გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. შევარჩიეთ მისი 3 ლექსი და მოვახდინეთ ამ ლექსების გარჩევა, ანალიზი, მხატვრული კითხვა. როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, გამოვიყენეთ აუდიაო აპარატურა მოვისმინეთ და შევეცადეთ მიგვებაძა .
VIII შეხვედრა
2019 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა ლიტერატურული წრის VIII შეხვედრა . ვიმუშავეთ ლექსების ანალიზზე და მხატრულ კითხვაზე აუდიტორიის წინაშე წარსადგენად.
IX შეხვედრა
2019 წლის 5 დეკემბერს ჩატარდა წრის IX შეხვედრა ბავშვებმა სურვილისამებრ შეარჩიას ლექსები , წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მახტრულად წაიკითხეს ლექსები.
X შეხვედრა
2019წლის 12 დეკემბერს ჩატარდა ლიტერატურული წრის შემაჯამებელი X შეხვედრა . მოვაწყეთ პოეზიის საღამო : ,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს’’. გავიხსენეთ საწრეო მუშაობის დროს განვლილი მასალა. მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს წრის მუშაობა..შეფასების კითხვარი ნათელი დასტურია, რომ მიზანი მიღწულია.
No comments:
Post a Comment